LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობისმყოფელთა ასეული “მტკიცე მხარდაჭერის” მისიით ავღანეთში ჩავიდა

69
22

საქართველოს თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე მისიას აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

სამხედროები მისიის ფარგლებში ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.

მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g