ახალგაზრდა სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ტრაგიკულად დაიღუპა.
სამწუხარო ინფორმაციას და სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
„საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას.
ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მშვიდობით, ჩემპიონო…“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
