კვირას ბრიტანეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული სრულდება. ქეით მიდლტონ, რომელიც ამ მიმართულებით არაერთი ორგანიზაციის პატრონაჟს ეწევა, წელსაც აქტიურად იყო ჩართული მთელ რიგ ღონისძიებებში. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად ახალგაზრდულ ორგანიზაციას ესტუმრა, რომელიც უესტ-მიდლენსის საგრაფოში მდებარეობს.
ქეითი ორგანიზაციაში „ტორი ბარჩის“ კოპლებიან პერანგსა და შარვალში გამოჩნდა. მან ამჯერადაც შეძლო მედიის ყურადღების მიქცევა, როდესაც ყველა იმ აქტივობაში ჩართო, რომლის დასათვალიერებლადაც მივიდა. მიდლტონმა ჯერ მშვილდოსნობაში მოსინჯა ძალები, შემდეგ ბავშვებთან ჩოგბურთი ითამაშა და ბოლოს, მებაღეობაში საკუთარი შესაძლებლობები გვაჩვენა.





