მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
”საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე, 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ. პატრიარქის ინიციატივას სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებიც შეუერთდნენ და შობის დადგომისას 00.00 საათზე საკუთარი საკნების ფანჯრებთან სანთლები აანთეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს”, – აცხადებენ სამინისტროში.
კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში 7 იანვარს, 14:00 საათამდეა შესაძლებელი.