LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსმენელი თვითონ მოისმენს და ნახავს, რომ მართლაც კარგი დუეტი გამოგვივიდა… გაზაფხული-ზაფხულის ჰიტია“ – ლექს-სენის და დათო გომართელის სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოში“

610
ლექსსენი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ლექს-სენი და დათო გომართელი სტუმრობდნენ, რომლებმაც მსმენელს ერთობლივი ნამუშევარი – „რა სურთ ქალებს“ წარუდგინეს.

დათო, როდის გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას?

დათო: საერთოდ, მე აქეთ ვარ, იტალიაში და ჩამოვდივარ ხოლმე, როცა საქმეები მაქვს.

ვის ეკუთვნის დუეტის ჩაწერის იდეა?

ლექს-სენი: დათოს ეკუთვნის.

დათო: ჩემი იდეა იყო, რომ ამ სიმღერაში ლექს-სენი ყოფილიყო, რადგან მინდოდა, რომ რეპი ყოფილიყო. ლექს-სენს კარგად ვიცნობ და გადავწყვიტე, რომ მასთან დუეტი მქონოდა. ჩემი აზრით, საინტერესოა. ეს გახლავთ ძველი სიმღერა, რომელიც ხულიო იგლესიასს ეკუთვნის, ეს სიმღერა მისი ავტორობით არის და ის მას ესპანურ და ფრანგულ ენებზე მღეროდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს სიმღერა ქართულადაც გაგვეკეთებინა. ამ სიმღერაზე ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა. რეპი, რა თქმა უნდა, თვითონ ლექს-სენს ეკუთვნის.

ლექს-სენთან პირველად მქონდა საქმიანი ურთიერთობა და მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო მის მიმართ, მისი პროფესიონალიზმის მიმართ. ძალიან მალე გავუგეთ ერთმანეთს. მსმენელი თვითონ მოისმენს და ნახავს, რომ მართლაც კარგი დუეტი გამოგვივიდა. არანჟირება ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის, სიმღერა მის სტუდიაში ჩაიწერა. როდესაც საქართველოში ვიყავი, მაშინ ჩავწერე ეს სიმღერა და შემდეგ, იტალიიდან ვესაუბრებოდი ლექსოს.

შევცვალეთ სიმღერის ფორმა, ყველაფერი. ნამუშევარს „რა სურთ ქალებს“ ეწოდება.

ლექსო, როგორია შენი შეხედულება ამ ნამუშევართან დაკავშირებით, როგორი იყო პირველი რეაქცია, როცა დათომ დუეტის ჩაწერა შემოგთავაზა?

ლექსო: რაღაც ჩემს რუტინაში ვიყავი, 25 აპრილის სოლო კონცერტისთვის ვემზადები, რომელიც „მონო ჰოლში“ გაიმართება და გადართული როცა ვარ მსგავსს რაღაცაზე, სხვას არაფერს ვაკეთებ და ბრახ, უცებ დათომ დამირეკა და ასეთი იდეა შემომთავაზა. დათოსთან დიდხნიანი მეგობრობა მაკავშირებს, თან მისი გემოვნებით გაკეთებული სიმღერები ყველას მოსწონს და ვუთხარი, კი ბატონო, მოვისმენ-მეთქი. ძალიან მომეწონა, ისე კოხტად და გემრიელად იყო გაკეთებული. ცოტა დრო დამჭირდა, მოვარგე რეპი, აზრი, იდეა და შემდეგ, მივედი, ჩავწერე. კარგი, სახალისო, კომერციული ნამუშევარი გამოვიდა.

დათო: გაზაფხული-ზაფხულის ჰიტია.

28 მარტს მაქვს კონცერტი „რესპუბლიკაში“ და იქ იქნება ამ სიმღერის პრემიერა.

დათო გომართელი & ლექსსენი – რა სურთ ქალებს

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დათო გომართელი & ლექსსენი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები