გასულ უიქენდზე ლოს-ანჯელესში, მუსიკოსის, Tyler, The Creator-ის ფესტივალი Camp Flog Gnaw ჩატარდა. ღონისძიების დასასრულს, სცენაზე ჰედლაინერი Frank Ocean უნდა გამოსულიყო, თუმცა, უეცრად, სცენაზე ჰიპ-ჰოპ არტისტი დრეიქი გამოვიდა, რამაც დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
დრეიქმა კომპოზიციის Wu-Tang Forever შესრულების შემდეგ სცენასთან შეკრებილებს კითხვით მიმართა, თუ მათ სურვილი ექნებოდათ, სიმღერას გააგრძელებდა, საპასუხოდ კი მან ასეთი პასუხი მიიღი: „ჩვენ ფრენკ ოუშენი გვინდა!“
ამის შემდეგ, მომღერალმა დამსწრე საზოგადიოებას მადლობა გადაუხადა და სცენა დატოვა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში განაცხადა:
„ისე, ამ ფესტივალის ორგანიზატორებთან 10-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ასე რომ, თქვენ ჩემი ხილვა კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ”
https://twitter.com/lrroze89/status/1193798379735670785?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1193798379735670785&ref_url=https%3A%2F%2Fpopmusic.ge%2Farticle%2F11377-nakhet-msmenelebis-motkhovnit-dreikma-kontserti-shecqvita-da-stsena-datova
https://www.instagram.com/p/B4vx-DFgz8O/?utm_source=ig_embed