LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ახალი მომაკვდინებელი ვირუსის მოლოდინში: “სამხრეთ ამერიკა პოტენციური ვირუსების კერაა”

272

სამხრეთ ამერიკა პოტენციური ვირუსების კერაა, რომელმაც შესაძლოა, სამომავლოდ მსოფლიოს ჯანმრთელობას დიდი საფრთხე შეუქმნას – ამის შესახებ BBC წერს.

ნიუ იორკის ეკო ჯანმრთელობის ალიანსი ძუძუმწოვრებს დააკვირდა. მათ შეისწავლეს რა ვირუსები აქვთ ცხოველებს და როგორ ვრცელდება ისინი ადამიანებზე.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჩატარებული კვლევა და მიღებული ცოდნა, მომავალში კაცობრიობას აივ, ებოლას ან გრიპის ვირუსის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

კვლევის მთავარი გამოწვევა იყო, იმ ადგილის პროგნოზირება, სადაც მომავალში ვირუსების კერა გაჩნდება.

გაირკვა, რომ ღამურები უფრო მეტად არიან პოტენციურად, საფრთხის შემცველები, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრები.

დიდი რისკია პრიმატების შემთხვევაშიც, თუმცა ეს საფრთხე ტროპიკულ რეგიონებშია.

 

მეცნიერებმა 586 ვირუსის სახეობა გამოიკვლიეს, როლებითაც 754 სახეობის ძუძუმწოვარი ავადდება. აქედან 188 სახეობის ვირუსი ისევე გადადის ადამიანზე, როგორც ძუძუმწოვრებზე.

მღრღნელების საფრთხე გლობალურია, მაგრამ განსაკუთრებით კონცენტრირებულია სამხრეთ აფრიკაში.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა დოქტორმა კევინ ოლივალმა განაცხადა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სახეობის ძუძუმწოვარი მიიჩნევა საფრთხის შემცველად, მაგრამ ღამურის საფრთხე ყველა მათგანს აღემატება.

“მაგრამ მე ღამურების არ მეშინია, ეს მათი ბრალი არაა. ეს ინფექციები ადამიანების გარემოზე ზემოქმედების გამო ვითარდება და მრავლდება. ჩვენი რჩევაა, შეამცირეთ ველურ ბუნებასთან ახლო კონტაქტი, როგორიცაა ნადირობა და ცხოველების ბუნებრივი სამყოფელის განადგურება “,- აღნიშნა მან.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი რუკები დაეხმარება მსოფლიოს იმ ინფექციების დაძლევაში, რომლებიც გავრცელებაა მოსალოდნელი.

მკვლევართა შემდეგი პროექტი ფრინველების შესწავლას გულისხმობს. მეცნიერები გამოიკვლევენ ფრინველის გრიპსა და სხვა დაავადებებს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g