LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელ შუა დერეფანთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

129
12

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, რომელიც ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზეა ფოკუსირებული, იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლია.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელ შუა დერეფანს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, რეგიონული ვაჭრობის გამოცოცხლება და დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის კავშირების გაძლიერება შეუძლია. დერეფანი ასევე უზრუნველყოფს ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო ვაჭრობის მდგრადობასა და მარშრუტების დივერსიფიკაციას გეოპოლიტიკური შოკებისგან ქვეყნების და მიწოდების ჯაჭვის დაცვით.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სწორი ინვესტიციებით და დარგობრივი პოლიტიკით შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების დროის განახევრების პარალელურად. აღნიშნული, დასაქმების შესაძლებლობების შექმნით, დამხმარე დარგებზე მოთხოვნის გამოცოცხლებით და ბიზნესების მოზიდვით, სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ და რეგიონულ ეკონომიკას, ასევე ზოგადად მოსახლეობას.

ანგარიში ასევე განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. აღნიშნული გულისხმობს: დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტების უზრუნველყოფას ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის; პროცესებისა და პროცედურების რეფორმირებას და გამარტივებას, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად; დიგიტალიზაციის კოორდინაციას საზღვარზე და საოპერაციო ინტერფეისებში მიკვლევის ასამაღლებლად და შეფერხებების შესამცირებლად; ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად; ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები