LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი უკრაინის მეზობელ ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებმაც უკრაინიდან უკვე 1.7 მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღეს

100
-123586905-gettyimages-1239007751

მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის, სესხებისა და გრანტების სახით, 723 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

„მსოფლიო ბანკის ჯგუფი იღებს სწრაფ ზომებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ძალადობისა და უკიდურესი შეფერხების ფონზე“, – ნათქვამია ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის განცხადებაში. ბანკში აცხადებენ, რომ ეს თანხა დაეხმარება უკრაინის მთავრობას მნიშვნელოვანი სერვისების უზრუნველყოფაში, მათ შორის საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელფასების, ხანდაზმულების პენსიებისა და სოციალურად დაუცველების პროგრამების დაფინანსებაში .

მსოფლიო ბანკი ასევე დაჰპირდა დამატებით დახმარებას უკრაინის მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინიდან უკვე 1.7 მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g