LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბრენდის სასტუმრო კახეთში

215

კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და განახლებული ისტორიული კომპლექსი. წინანდალში სასტუმრო ”რედისონი” ოფიციალურად გაიხსნა.  პრეზენტაციის ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა, „თიბი სი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ,  ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ბიზნეს სექტორის, ტურიზმის, მრეწველობისა და სხვა სფეროებში მოღვაწეკომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სასტუმრო 5 ვარსკვლავიანია და 142 ნომერს აერთიანებს. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი და ფიტნეს კლუბი.

გარდა ამისა, კომპლექსი 1200 ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას და აღდგენილ ვენახებს მოიცავს.

სასტუმროს პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით განხორციელდა.  პროექტის თანადამფინანსებელია„თიბისი ბანკია“.  პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ დოლარია, აქედან „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსება 10 მლნ დოლარია.  მთლიანად წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია  დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები