LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინანდალში „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმრო იხსნება

374

27 ოქტემბერს, წინანდლის ისტორიულ მამულში, საქართველოში და რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართება.

5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის: 141 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი.

განახლებული წინანდლის კომპლექსი მოიცავს : 1200 ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას, აღდგენილ ვენახებს და ახლა უკვე მაღალი კლასის სასტუმროს.

„რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი სს “საპარტნიორო ფონდი” | jsc “Partnership Fund” ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე TBC – თიბისი. წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები