LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ჟურნალისტს: “სუფრა ამდენი არ ჯდება და ეს ტყუილია, ჩვენ შეკრებებს პარტიული თანხით ვაფინანსებთ”

625
mamuka-mdinaradze23

ამ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმესაათიანი იქნება, შევეცდებით გავიაროთ ის ზოგადი პრინციპული საკითხები, რაც ამ ქვეყანას რეალური გამოწვევების სახით უდგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა წინანდალში სასტუმროში, სადაც მთავრობის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები და დეპუტატები არიან შეკრებილნი, შეკრების მიზეზს განმარტავს.

ჟურნალისტების კითხვაზე, საზოგადოების მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, უქმნის თუ არა მათ უხერხულობას ის ფაქტი, რომ მათთვის 450-კაციანი ვახშამია შეკვეთილი, სადაც ერთი ადამიანის გამასპინძლება 350 ლარი ჯდება, მდინარაძე პასუხობს, რომ „სუფრა ამდენი არ ჯდება და ეს ტყუილია”.

„ესეც ტყუილი თქვით. ერთი ადამიანის გამასპინძლება ამდენი და იმდენი ჯდება, ტყუილია, დეტალები არ ვიცი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ღირს, გულწრფელად არ ვიცი, ზუსტად რა ჯდება, მაგრამ არა ის თანხები, რაც თქვენ თქვით. დღევანდელი შეკრების მიზანი ვახშამი კი არ არის, ვახშამი არის ყველა სასტუმროში თანმდევი მომსახურება და სერვისი, როცა სასტუმროს იღებ.

დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რომ გუნდი, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლები, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით, საკრებულოში არჩეული თავმჯდომარეები, მერები და თითქმის, ყველა დეპუტატი ვისაც აქ ჩამოსვლის საშუალება ჰქონდა, ვიკრიბებით, რომ გუნდურ, საერთო ხედვებზე შევჯერდეთ და ძალიან კარგი იქნება, ამას ხშირად თუ მოვახერხებთ.

ძალიან რთულია ამდენი ადამიანის ერთად შეკრება, გუნდის საერთო მიზნებზე, ხედვებზე დისკუსია, მსჯელობა და საერთო მიზნების განსაზღვრა ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თითოეულ სოფელს, ქალაქს, მუნიციპალიტეტს აწუხებს და ბუნებრივია, როცა ასეთი დისკუსია გუნდის პრაქტიკულად მთლიანი შემადგენლობით არის, საერთო პოზიციები კიდევ უფრო კარგად იქნება შეჯერებული.

თქვენი ბელადისგან განსხვავებით, რომელიც საბიუჯეტო თანხებით სამუშაო შეხვედრებს, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ამას კი არ აწყობდა, არამედ აწყობდა ღრეობებს, ბოტოქსებს და ლიპოსაქციებს იკეთებდა, მისი და უგულავას გახდომაზე ფიქრობდა, რომელ ქვეყანაში უკაცრავად, მაგრამ „ეგულავა“, ამისგან განსხვავებით, ჩვენ ამ სამუშაო შეხვედრას ვაფინანსებთ პარტიული თანხებით“, – განაცხადა მდინარაძემ.“, – განაცხადა მდინარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის და ირაკლი ღარიბაშვილის დაპირისპირება ტყუილია: მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები