LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძის და ირაკლი ღარიბაშვილის დაპირისპირება ტყუილია: მამუკა მდინარაძე

228
მდინარაძე - ტიკარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირისპირება ტყუილია.

მისივე თქმით, ტიკარაძემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ გუნდში გაახმოვანა და ეს ბევრმა ადამიანმა იცოდა.

არ ვადასტურებ ინფორმაციას პრემიერთან დაპირისპირების შესახებ: ეკატერინე ტიკარაძე

პანდემიის წარუმატებელი მართვა თუ დაპირისპირება პრემიერთან – რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი

“დიდი ხანია, ვფიქრობდი” – ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ დატოვა თანამდებობა

მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის არსებულ დაპირისპირებასაც უარყოფს და ამბობს, რომ გუნდი „ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“.

კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე

„ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ გაახმოვანეთ. მე ვიცი, რომ ტყუილია და ამას გიდასტურებთ. საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ. ეკა ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ბევრი ადამიანისთვის. ეს ინფორმაცია გაიგეთ თუ არა იმ წუთში იცით, რა თქვით? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ტიკარაძე აპირებდა გადადგომას, იცოდით, ყოველ შემთხვევაში, თქვენმა პროდიუსინგმა, უბრალოდ, ეს ამბავი დამალეთ, ეს არის ჩემი ვარაუდი. ეს ამბავი დამალეთ და მოყევით ამბავი, თითქოს იყო დაპირისპირება, რადგან იცოდით, შესაძლებელი იყო ეს ადამიანი გადამდგარიყო, ეს დაბრალებოდა დაპირისპირებას.

არათუ დაპირისპირება, პირდაპირ გეტყვით ერთ რაღაცას და ამ პოზიციაში ძალიან მყარი ვარ, „ქართული ოცნების“ გუნდი ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ერთიანი, მყარი გადაწყვეტილებებში, ერთმანეთთან ურთიერთობაში, დამოკიდებულებებში ნამდვილად არ ყოფილა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ტიკარაძის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია: ივანე ჩხაიძე

გუნდში არის კონსულტაციები, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა წლის ბოლომდე შეირჩევა – კობახიძე

სერგო ჩიხლაძე: “კარგი პროფესიონალიც რომ დანიშნოს „ოცნებამ“, რისი დიდი ეჭვიც მაქვს, დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი სამთავრობო გუნდის მხარდაჭერას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები