„არ ვადასტურებ ინფორმაციას პრემიერთან დაპირისპირების შესახებ, არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი ან როგორც დაპირისპირება“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მასსა და პრემიერს შორის დაპირისპირება არ ყოფილა.
პანდემიის წარუმატებელი მართვა თუ დაპირისპირება პრემიერთან – რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი
“დიდი ხანია, ვფიქრობდი” – ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ დატოვა თანამდებობა
„მე არ ვადასტურებ ინფორმაციას პრემიერთან დაპირისპირების შესახებ. არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი ან დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, პასუხი არის მხოლოდ ერთი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. ჩვენ ერთად ისევ ვიქნებით პოლიტსაბჭოში, ასევე გვექნება თანამშრომლობა და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალშიც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე
ტიკარაძის თქმით, ის აუცილებლად იდგება მისი გუნდის წევრი მინისტრის გვერდზე და დაეხმარება მას ყველა იმ გამოცდილებით, რაც მიიღო და დარწმუნებულია, რომ ეს უფრო მეტად გააუმჯობესებს და გააჯანსაღებს პროცესს. მისი თქმით, სამი კვირის განმავლობაში, ფორსმაჟორის გარეშე ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ახალი ჯანდაცვის მინისტრი შეარჩიონ.
ტიკარაძის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია: ივანე ჩხაიძე
„ვინაიდან პანდემიაა და რიგ შემთხვევაში მინისტრები ძალიან სწრაფად იცვლებიან, მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ეს ფაქტი დაანონსებულიყო. სწორედ ამიტომ გავაკეთე გუშინ განცხადება და შემდგომი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ფორსმაჟორის გარეშე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევარჩიოთ ახალი მინისტრი. მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი დარგის გადაბარება და რაც მთავარია, პანდემიის მართვის პროცესის გადაბარება, რათა მას არ მოუწიოს შემდეგ ამ რთული ვითარების ადგილზე გარკვევა და პროცესს არ შეექმნას შეფერხება. ეს არ იყო სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება, ეს იყო დაანონსება, რომ ახალი წლიდან ჩვენ გვეყოლება ახალი ჯანდაცვის მინისტრი. აუცილებლად ვიდგები ჩვენი გუნდის წევრი მინისტრის გვერდზე და დავეხმარები მას ყველა იმ გამოცდილებით, რაც მივიღე. დარწმუნებული ვარ, ეს უფრო მეტად გააუმჯობესებს და გააჯანსაღებს პროცესს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.