LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუნდში არის კონსულტაციები, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა წლის ბოლომდე შეირჩევა – კობახიძე

157
ირაკლი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მისი დანიშვნა პრემიერის პრეროგატივაა.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე შეასრულებს, მინისტრის მოვალეობას და მანამდე შეირჩევა კანდიდატურა.

კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო - ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე

სკანდალური საკოორდინაციო საბჭოს მესამე დღეს კი ჩვენ მოვისმინეთ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით. 

„პარტიის ორგანოები მოქმედებს პარტიის წესდების შესაბამისად. პოლიტსაბჭოს აქვს თავისი ფუნქცია და პოლიტსაბჭოს წევრებსაც შესაბამისად, თავისი ფუნქცია აქვთ და ფუნქციის შესაბამისად იმოქმედებს ეკატერინე ტიკარაძეც.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ჩვენთვის პრემიერის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით განმსაზღვრელია.

გუნდში არის კონსულტაციები და ეს კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რათა საბოლოოდ შეირჩეს მინისტრის კანდიდატურა და პრემიერმა დანიშნოს მინისტრი თანამდებობაზე. წლის ბოლომდე შეასრულებს მინისტრის მოვალეობას, მანამდე შეირჩევა კანდიდატურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მაგრამ მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g