სტატისტიკურმა კომპანია Opta-მ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალისტთა შანსები დათვალა და მთავარ ფავორიტად ბრაზილიის ნაკრები გამოაცხადა.
მუნდიალზე ბრაზილიის მოგების ალბათობა 14.2 პროცენტს შეადგენს.
პირველ ხუთეულში აგრეთვე შედიან: გერმანია (11,4%), არგენტინა (10,9%), საფრანგეთი (10,5%) და ესპანეთი (9,3%).