რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის მოძრაობის პირველი კონგრესის მონაწილეებს მიმართა. მისი განცხადებით, მსოფლიო იცვლება.
ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ „თავიანთი მონდომებით, ზრახვების ღიაობით და გეგმებით, სამყაროს უფრო სამართლიანს გახდის“.
„დიდი ცვლილებები ხდება დღეს არა მარტო რუსეთში, იცვლება მთელი მსოფლიო. მე მჯერა, რომ ეს არის ცვლილებები უკეთესობისკენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საქმით, ქმედებებით, მონდომებითა და ამავდროულად ჩვენი ზრახვების ღიაობით, გეგმებით, პრინციპებით, ჩვენ შევძლებთ სამყარო გავხადოთ უფრო სამართლიანი“ – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.