LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიომ ატომური კატასტროფა აიცილა თავიდან, პრეზიდენტმა პუტინმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე: ლინდა თომას გრინფილდი

157
ლინდა თომას გრინფილდი

გაეროში აშშ-ის ელჩის ლინდა თომას გრინფილდის განცხადებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს უკრაინიდან ჯარი და “შეწყვიტოს ის სიგიჟე, რასაც აკეთებს”.

“გუშინ ღამე მსოფლიომ ატომური კატასტროფა აიცილა თავიდან. რუსეთის თავდასხმამ ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტი დააყენა რისკის ქვეშ, ეს იყო წარმოუდგენლად უგუნური და სახიფათო. ამან საფრთხე შეუქმნა მოქალაქეების სიცოცხლეს რუსეთში, უკრაინაში და მთელ მსოფლიოში.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, სამედიცინო პერსონალს მისცეს შესაძლებლობა უმკურნალოს დაშავებულებს და უზრუნველყოს ოპერატორების სრული წვდომა ტერიტორიაზე.

უკრაინელ მებრძოლებსა და ინჟინრებს უნდა ჰქონდეთ სრული წვდომა ბირთვულ ობიექტზე, რათა შეაფასონ ზარალი და შემდგომი გაუარესების პრევენცია მოახდინონ.

ბირთვული ობიექტები არ უნდა იყოს ამ კონფლიქტის ნაწილი, უნდა იყოს დაცული უკრაინის 15-ვე ბირთვული ობიექტი და მოსახლეობის უსაფრთხოება.

გასული დღეების მანძილზე ჩვენ ვნახეთ პუტინის არჩევანის დამანგრეველი გავლენა უკრაინელ ხალხზე. რუსეთი ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ჩვენ გავხდით მოწმე ახალი საშიში ესკალაციის, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და მსოფლიოსთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიწვიეთ თქვენი ჯარები უკრაინიდან. მოგიწოდებთ პატივი სცეთ თქვენს სამხედროებს და არ გაუშვათ ისინი უსამართლო ომში თვითმკვლელობის მისიაზე ბირთვულ რეაქტორთან.

პრეზიდენტმა პუტინმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე,” – აცხადებს გრინფილდი.

magti 5g