2022 წლის მუნდიალის ყატარში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშაა.ამის შესახებ წამყვანი ევროპული გამოცემები იუწყებიან. The Guardian-ის ცნობით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა,რაც ყატარს მეზობელმა ქვეყნებმა ბლოკადა მოუწყვეს.საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები,ლიბია,ეგვიპტე,იემენი და ბაჰრეინი ყატარს ბრალად სდებენ ტერორისტებთან თანამშრომლობას და ტერორიზმის ხელშეწყობას.ექვსივე ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.გარდა ამისა,მათ უარი განაცხადეს 2022 წლის მუნდიალის მასპინძლისთვის მათი ნავსადგურების და აეროპორტების გამოყენების ნებართვის მიცემაზე.
საუდის არაბეთის მთავრობამ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება,სადაც ნათქვამია,რომ ”ყატარში არაერთი ტერორისტული და სექტანტური ორგანიზაცია სრულიად თავისუფლად მოქმედებს,რაც ხელს უწყობს რეგიონის დესტაბილიზაციას.”
ბუნებრივია თუ ვითარება არ შეიცვლება ყატარს მნიშვნელოვნად გაურთულდება სტადიონების მშენებლობის დროულად დასრულება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია ფიფას, თუმცა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა,რომ ქვეყნები,რომლებიც ღიად უწყობენ ხელს ტერორიზმს,მსოფლიო ჩემპიონატებს არ უნდა მასპინძლობდნენ. გრინდელის განცხადებით, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,რათა ეს საკითხი უეფასა და ფიფაში განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.