LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს აქვს უფლება იცოდეს, ზუსტად რა მოხდა – ევროკავშირის ლიდერები პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ

416
BeFunky-collage

”ჩვენ მოვითხოვთ პროგრესის მიღწევას გამჭვირვალე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ექსპერტების ხელმძღვანელობით და ჯანმო- ს მოწვევით ჩატარებულ მე-2 ეტაპის კვლევაზე კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ, რომელიც თავისუფალი იქნება ჩარევისგან“, – ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები კოვიდ 19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამომძიებლებს სჭირდებათ სრული წვდომა იმაზე, რაც საჭიროა ამ პანდემიის წყაროს დასადგენად.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით კი, მსოფლიოს უფლება აქვს იცოდეს, სინამდვილეში რა მოხდა.

„მსოფლიოს აქვს უფლება იცოდეს, ზუსტად რა მოხდა, იმისთვის, რომ გაკვეთილის სწავლა შეძლოს,“ – განახადა მიშელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა მცდელობას.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიების მეორე ეტაპისთვის ემზადება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დაადგინონ, საიდან წარმოიშვა COVID-19 და საბოლოო მოხსენება 90 დღეში წარადგინონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g