LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ შემწვარი ხორცის რეიტინგში მწვადი მე-11 ადგილზე მოხვდა

124
მწვადი

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა „TasteAtlas“ იმ ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ხორცი, მთლიანად ან ნაჭრებად, საუკეთესოდ იწვება.

რეიტინგში, რომელიც 43 პოზიციას აერთიანებს, მოხვდა საქართველოც. ქართულ მწვადს ნუსხაში მე-11 ადგილი ერგო.

მწვადი აღწერილია როგორც ქართული ტრადიციული კერძი და აღნიშნულია, რომ ის ღია ცის ქვეშ ცეცხლზე მზადდება. აღწერილობაში ნათქვამია ისიც, რომ მწვადი შეიძლება იყოს ღორის, ძროხის ან ცხვრის ხორცისგან მომზადებული, ის სუფრაზე მიტანამდე ხახვის რგოლებითა და ბროწეულის მარცვლებით ფორმდება და რომ მას ზოგჯერ ტყემლის სოუსით მიირთმევენ და წითელ ქართულ ღვინოს, საფერავს აყოლებენ.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, პირველი და მეორე ადგილი ტექსასურმა ბარბექიუებმა დაისაკუთრეს, მესამეზე კი არგენტინული პარილა მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g