ილონ მასკი Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზე აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ კომპანია Tesla-ს კოტირება 3,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ბაზრის დახურვის მომენტისთვის 203,4 მილიარდი შეადგინა. Forbes-ის რეიტინიგს მეორე ადგილზე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, მესამეზე კი Louis Vuitton Moet Hennessy-ს მფლობელი ბერნარ არნო.
როგორც Forbes იუწყება, მასკი ისტორიაში მესამე ადამიანია გახდა (ბეზოსისა და არნოს შემდეგ), რომლის ქონებამაც Forbes Real-Times-ში 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ახალმა რეიტინგა ილონ მასკი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და მან Forbes-ს საპასუხოდ ასეთი რამ მისწერა: „მე ვუგზავნი გიგანტური 2-იანის ქანდაკებასა და ვერცხლის მედალს ჯეფ ბეზოსს”.
შეგახსენებთ, „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც 200 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, ეს გასული წლის აგვისტოში მოხდა.
ცნობისთვის, რეიტინგი Forbes Real-Time რეალურ დროში, უმსხვილესი კომპანიების აქციების მიმდინარე ღირებულების მიხედვით ახლდება.