LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 92 წელს, ბოლო ტურში ვეთამაშებოდით ჩეხეთს და მათთან გამარჯვებამ მოგვიტანა ოლიმპიური ოქროს მედლები. იმედია განმეორდება“ – ნანა ალექსანდრია

319
Untitled design (1)

„მოლოდინი ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით მთელს საქართველოს ძალიან დიდი აქვს. ძნელი წარმოსადგენია ოჯახი, რომელიც გულის კანკალით არ ელოდებოდეს ჩვენი ბიჭები გამოსვლას და თან იმედიანად“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ჭადრაკის დიდოსტატმა, საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის ჩემპიონმა, ნანა ალექსანდრიამ განაცხადა.

ცნობილი მოჭადრაკე გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყურებას კლასელებთან ერთად აპირებს, რადგან კარგად აქვს დაცდილი. აქვე ერთ-ერთ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას იხსენებს, სადაც ჩეხეთთან გამარჯვებამ საქართველოს ოქროს მედლები მოუტანა.

„კარგად გვაქვს დაცდილი საბერძნეთთან თამაში. ჩვენს კლასელთან სახლში დავამარცხეთ. რადგან ეს კლასელების თავყრილობა კარგად დავცადეთ ხვალ უკვე ჩემთან ვიკრიბებით. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ჩეხეთს რადგან ვეთამაშებით გამახსენდა, რომ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე, როდესაც პირველად საქართველოს სახელით გამოდიოდა საქართველოს ნაკრები, 92 წელს, მაშინაც ბოლო ტურში ვეთამაშებოდით ჩეხეთს და მათთან გამარჯვებამ მოგვიტანა ოლიმპიური ოქროს მედლები. ასე რომ კარგი დამთხვევებია და იმედია განმეორდება“ – განაცხადა ნანა ალექსანდრიამ.

მსოფლიო დიდოსტატმა პირდაპირ ეთერში თურქეთთან გამართულ მატჩზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ თამაშზე საქართველოს იღბალმა უმტყუნა.

„ჩარლი ჩაპლინს აქვს ნათქვამი, წარმატებას რომ მიაღწიო ნაპერწკალია საჭირო, ტალანტი და იღბალიო. იმ დღეს იღბალმა ნამდვილად დაგვჩაგრა. ძალიან მტკივნეული იყო. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ამიტომ მხოლოდ მადლობა ეკუთვნით. შეიძლება ყველაფერი გააკეთო ადამიანმა, მაგრამ იღბალმა გიმუხთლოს, ასე იყო იმ დღეს სამწუხაროდ“ – განაცხადა ნანა ალექსანდრიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g