LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ნანა ძაგნიძე დასახელდა

147

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ (ფიდე) ნანა ძაგნიძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ დაასახელა და „კაისას“ თასი გადასცა.

„კაისას თასი“ ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც ყოველ გაზაფხულზე გასული წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. მოჭადრაკე, რომელსაც 2300-ზე მეტი სარეიტინგო ქულა აქვს და 10-ზე მეტი სარეიტინგო შეხვედრა ითამაშა, გზავნის აპლიკაციას, რომლითაც ჯილდოზე საკუთარ თავს წარადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები