აყვავებული ბაღები – გაზაფხულისა და ზაფხულის ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ბაღი, სადაც შესვლა ნამდვილ დღესასწაულს ჰგავს, სადაც განუმეორებელი სურნელი ტრიალებს და რომლის შთაბეჭდილებაც მთელი ცხოვრება გაგყვებათ.
საკურა – კიოტო, იაპონია
კიოტოში საკურათი დატკბობა ყველაზე მეტად შეგიძლიათ. თუ დაუვიწყარი შთაბეჭდილების მიღება გსურთ, უმჯობესია, აქაურობას გაზაფხულზე ესტუმროთ.
ლავანდას მინდვრები – პროვანსი, საფრანგეთი
იისფერი მიწა – პეიზაჟი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმისთვის გამოდგება. თუ ასეთი კინოს გადაღებას გადაწყვეტთ, პროვანსს ივლისში ან აგვისტოში ეწვიეთ.
ბუჩარტების ბაღები – ვანკუვერი, კანადა
დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, ბუჩარტების ოჯახმა ამ ადგილზე პარკის გაშენება გადაწყვიტა. დღესდღეობით აქ მთელი წლის მანძილზე 900-მდე ჯიშის მილიონზე მეტი მცენარე ხარობს.
ტიტები – ამსტერდამი, ჰოლანდია
აყვავებული მინდვრებით დატკბობის საუკეთესო პერიოდი აპრილის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდეა – ამსტერდამში ამ პერიოდში ტიტების ფესტივალი მიმიდნარეობს. ქალაქის 60 ადგილას თქვენ ფერებისა და არომატების ნამდვილი დღესასწაული გელით.
კელნის ბოტანიკური ბაღი – კელნი, გერმანია
კელნის Flora – ევროპის ერთ-ერთი ყუძველესი ბოტანიკური ბაღია. თითქმის 12 ჰექტარი აქ მთელი წელი აყვავებულია: ზამთარში – კამელიები, გაზაფხულზე – ტიტები, შემოდგომაზე – ორქიდეები და ა.შ.




