მსოფლიოს უმდიდრესი ერი ღარიბდება: აშშ-მა 2022 წელს $5 ტრილიონი დაკარგა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ამ რიცხვმა შესაძლოა, წლის ბოლომდე $9 ტრილიონსაც მიაღწიოს.
Bloomberg Billionaires Index, რომელიც 500 უმდიდრესი ადამიანის ქონებას ყოველდღიურად ზომავს, ნოემბრის პიკიდან $1.6 ტრილიონით შემცირდა.
ინდექსში ლიდერები ამერიკელები არიან, რომლებმაც პიკის შემდეგ $797 მილიარდი დაკარგეს. ყველაზე დიდი დანაკარგი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა განიცადა, მან ნოემბრის შემდეგ ჯამში $139.1 მილიარდი დაკარგა, ანუ ქონების 41%. Amazon.com-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, $82,7 მილიარდი დაკარგა, ანუ მაქსიმალური სიმდიდრის 39%.
„ფარდობითი გაგებით, ეს უთანასწორობას ოდნავ შეამცირებს, მაგრამ აბსოლუტური გაგებით, ყველა დაზარალდება”, – განაცხადა Georgetown University-ის ფინანსური ბაზრებისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა რინა აგარვალმა.