LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უმდიდრესმა ქალმა მუსიკოსმა, ტეილორ სვიფტმა ქარიშხლებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად, 5 მილიონი დოლარი გაიღო

158
taylor-swift

ტეილორ სვიფტმა, რომელიც ამ დღეებში, ,,ფორბსმა” მსოფლიოს უმდიდრეს ქალ მუსიკოსად დაასახელა, ქველმოქმედების მიზნით, სოლიდური თანხა გაიღო.

ცნობილი გახდა, რომ 34 წლის არტისტმა ქარიშხლებისგან – ,,მილტონი” და ,,ჰელენა” დაზარალებულთა დასახმარებლად, 5 მილიონი დოლარი გადარიცხა.

ინფორმაციას ამის შესახებ, საქველმოქმედო ორგანიზაცია – Feeding America ავრცელებს და მომღერალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, მადლობას უხდის.

ორგანიზაციის განცხადებით, შემოწირულობა სტიქიით დაზარალებულთა ჯანმრთელობას, მათი სუფთა წყლითა და საკვებით მომარაგებას და სხვა საჭიროებებს მოხმარდება.

ტეილორ სვიფტის ფილანტროპობა, საყოველთაოდ ცნობილია. ის ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ვარსკვლავია.



18 ოქტომბერს, ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის დასკვნითი ნაწილი იწყება. მომღერალი ამ დღეს, მაიამიში უნდა წარდგეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირას, ფლორიდაში კონცერტის გამართვას შეძლებს.

  • ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, ფლორიდას თავს ორი დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები