LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები თბილისში ჩამოდიან

51

ევროპის საავიაციო ფორუმ Connect-ს, 2018 წლის 20-22 თებერვალს, თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდნენ შემდეგი ავიაკომპანიები: KLM Royal Dutch Airlines, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და ა.შ.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ თანამშრომლობას სხვადასხვა ავიამიმართულებაზე. თითოეული კომპანიის წარმომადგენელს ასევე საშუალება ექნება, გაეცნოს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ღირსშესანიშნაობებს.

დარეგისტრირებული კომპანიების სრულ სიას შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე გაეცნოთ: https://goo.gl/KNwqZS

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g