LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ქალაქები: რა ვაკეთოთ ამ ქალაქებში

824
singapur3

ყველა ქალაქი თავისებურად საინტერესო და უნიკალურია. კულტურა, ხალხის მენტალიტეტი ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის მდგომარეობაზე მაგრად მოქმედებს. დღეს გავეცნოთ 5 ყველაზე მონახულებად ქალაქს და თან გავარკვიოთ რა უნდა ვაკეთოთ აქ მოხვედრის შემთხვევაში.

 

ბანგკოკი

ტაილანდის დედაქალაქი ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მონახულებადი ქალაქია. აქ ბევრია ცათამბრჯენები და უძველესი ტაძრები, რომელიც იდეალურ კოლორიტს ქმნის.

რა უნდა გააკეთო:

საახალწლო დღესასწაულები სანაპიროზე გაატარო;
ყოველდღე იყიდო ახალი ხილი და წვენები;
მიხვიდე ტაილანდურ მასაჟზე;
ნახო ვატ პჰოს ტაძარი და მწოლიარე ბუდა.

 

ლონდონი

მსოფლიოს საქმიანი ცენტრი, რომელიც სავსეა მშვენიერი არქიტექტურით და ციხესიმაგრეებით. საშობაოდ ფასები ორმაგდება. თავად ლონდონში მოგზაურობაც ძვირი ჯდება. სწორედ ამ ქალაქში ხარჯავენ ტურისტები ბლომად ფულს.

რით უნდა დაკავდე:

1 იანვარს დაესწრო საახალწლო აღლუმს. უამრავი მომღერალი და არტისტი გამოდის, ქუჩები კი სავსეა ხალხით და რეტრო-ავტოებით;
დაჯდე ეშმაკის ბორბალზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია.

 

პარიზი

შესანიშნავი ადგილი მეორე ნახევართან ერთად გასატარებლად, ეს ხომ ჰარმონიული ქალაქია.
ყველა ქუჩა, ხიდები, კაშკაშა ვიტრინები, ხმაურიანი კვარტლები, ქუჩის კაფეები დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.

რისი გაკეთება შეიძლება:

სიყვარული აუხსნა რჩეულს;
ნახო ყველაზე პოპულარული კაბარე – მულენ რუჟი;
ახვიდე ეიფელის კოშკზე და გადმოხედო პარიზს;
დიდხანს ჩამოჯდე ბაზილიკის კიბეებზე და იფიქრო;
სენას სანაპირო შესანიშნავია საღამოს სეირნობისთვის;
ლუვრი, ელისეის მინდვრები, ვერსალი – შეხსენებაც ზედმეტია.

 

დუბაი

ყველაზე პროგრესირებადი ქალაქი. ადრე უდაბნო იყო, ახლა ცათამბრჯენებით გაჯერებული მშვენიერი ქალაქია.
აქ ტურისტები დიდ ფულს ტოვებენ და ფული თავისითაც მალე იხარჯება. საახალწლოდ კი ბევრად მალე ცარიელდება ჯიბე.

რისი გაკეთება შეიძლება:

საახალწლო ღამეს გარეთ გამოხვიდე და ყველაზე ლამაზი სალუტი ნახო;
ნახო აკვარიუმი. მას მსოფლიოში ყველაზე დიდი შუშა აქვს;
დატკბე ქალაქის ხედით რომელიმე ცათამბრჯენიდან;
მოუსმინო მთელ მსოფლიოში პოპულარულ შადრევანს;
შეიარო „სასწაულების ბაღში“ და ყვავილებით მოიხიბლო;
რამე იყიდო DutyFree-ში.

 

სინგაპური

ეკონომიკური პროგრესით უზარმაზარი გარღვევა მოახერხა. ადრე პატარა სოფელი იყო, ახლა ბევრის ოცნებაა. საშობაო-საახალწლო დღესასწაულების აქ გატარება მშვენიერი იდეაა.

რა უნდა გააკეთო:

საახალწლო ღამეს ფეიერვერკი ნახო;
დაწერო სურვილები და წყალს გაატანო;
სინგაპურშია ყველაზე მაღალი აუზი, საიდანაც მთელი ქალაქი ჩანს. მარტო ამ ხედის გამო ღირს მთელი ფულის დახარჯვა;
მიხვიდე მსოფლიოს ყველაზე დიდ შადრევანთან;
დაჯდე მსოფლიოში სიდიდით მეორე ეშმაკის ბორბალზე;
წახვიდე პარკში, სადაც აღდგენილია ავატარის ატმოსფერო.

magti 5g