მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სამომხმარებლო ფასების, უძრავი ქონების ფასებისა და საარსებო მინიმუმის შესახებ აგროვებს ინფორმაციას, ხახვის ფასის რეიტინგი განაახლა.
მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, რომლებიც მარკეტებში ამჟამად არსებულ ფასებს ეფუძნება, 1 კგ ხახვი მსოფლიოში ყველაზე ძვირი – 3.46 დოლარი ბარბადოსშია, ყველაზე იაფი კი – 33 ცენტი უზბეკეთში.
რეიტინგში მოხვედრილ 126 ქვეყანას შორის საქართველო 82-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 1 კგ ხახვი 62 ცენტი ღირს. ასევე 62 ცენტი ჯდება აღნიშნული პროდუქტი თურქეთში. აზერბაიჯანში ის 48 ცენტი, სომხეთში კი 70 ცენტი ღირს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს საქართველოსთვის ხახვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია. მანამდე ხახვის იმპორტში პირველ ადგილს რუსეთი იკავებდა.