ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 63 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
მონაცმების მიხედვით, 21 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა აშშ-ში, რაც მოსახლეობის 6.42%-ს შეადგენს.
მას მოჰყვება ჩინეთი 15 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით.
ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 3.4 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 38%-ს შეადგენს.
მზად ვართ უახლოეს მომავალში ვაქცინაცია დავიწყოთ: პრემიერი