LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ უახლოეს მომავალში ვაქცინაცია დავიწყოთ: პრემიერი

144
გახო 22

მთავობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდება. მისი თქმით, საქართველო მზადაა, უახლოეს მომავალში ვაქცინაცია დაიწყოს.

გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი.

გახარია განმარტავს, რომ ქვეყანაში პირველ რიგში აიცრებიან მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.

პრემიერმა განმარტა, რომ პირველ რიგში ქვეყნისთვის მილიონნახევარი ვაქცინა იქნება მოწოდებული, რისთვისაც თანხა უკვე გადარიცხულია.

ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა კი ისაა, რომ ტექნიკური ჯგუფი ვაქცინაციისთვის მზად იყოს.

„ ვაქცინაციის გეგმაზე მომუშავე  ჯგუფი შეიქმნა 15 დეკემბერს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა და დღეს, ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60 პროცენტი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი.

პირველ ეტაპზე, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები