LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა – FAO

122
hungry-child-orig

მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და ამ რიცხვმა 811 მილიონს მიაღწია. საკითხზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ საუბრობს, რომელიც ასე გამოეხმაურა მსოფლიო სურსათის დღეს.

„წელს ეს დღე განსაკუთრებულად რთულია. COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, ენით აღუწერელი სირთულეებითა და დანაკარგებით“, – ამბობს კუ დონჟუ.

მისივე ინფორმაციით, შიმშილის პრობლემა მსოფლიოში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, მაგრამ ბოლო დროს მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა.

„ეს წარმოუდგენელი მონაცემია იმ ფონზე, რომ, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება. სამწუხაროდ, მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება. ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები,“–აღნიშნავს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები