LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში პირველი მატარებელი, რომელიც საათში 600 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს

708
trainnews45

ჩინეთში შექმნეს მატარებელი, რომელსაც საათში 600 კილომეტრის გავლა შეუძლია. მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მიწისზედა ტრანსპორტის პროექტი პირველად 2016 წელს გაჩნდა და მისი ტესტირება 2020 წლის ივნისიდან, შანხაიში დაიწყეს.

უნიკალური სატრანსპორტო საშუალება მაგნიტურ ბალიშებზე გადაადგილდება და რელსების ზედაპირს საერთოდ არ ეხება, ის ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით იმართება. ტექნოლოგიის დამსახურებით მატარებელი ბევრად უფრო ჩუმი და მანევრულია.

აღსანიშნავია, რომ ასეთ ტექნოლოგიას ჩინეთში უკვე 20 წელია რაც იყენებენ, თუმცა მსგავსი საქალაქთაშორისო ხაზები აქამდე არ ფუნქციონირებდა.

ინოვაციური მატარებელი საათში 600 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს და პეკინსა და შანხაის შორის მანძილს – 1 302 კილომეტრს სულ რაღაც 2,5 საათში დაფარავს. ეს მაშინ როცა თვითმფრინავით დისტანციის გავლას 3, ხოლო ჩვეულებრივი მატარებლით 5,5 საათი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g