LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის“ კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

44
worldsbestcars

„მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის“ კონკურსის ორგანიზატორებმა ხუთ კატეგორიაში ფინალისტთა სია გამოაქვეყნეს.

მთავარ კატეგორიაში ფინალში ელექტროქარები Honda e და Volkswagen ID.4, ასევე Toyota Yaris გავიდნენ. ამ ეტაპზე ჟიურიმ ისეთი მოდელები გამორიცხა როგორიცაა – Audi A3, BMW 2-Series Gran Coupe და 4-Series, Mercedes-Benz GLA, Mazda MX-30, Kia Sorento და K5.

ნომინაციაში „საქალაქო ავტომობილი“ ფინალში სამი იაპონური მოდელი გავიდა Toyota Yaris, Honda e და Honda Jazz. „წლის პრემიალური ავტომობილის“ წოდებაზე პრეტენზია Toyota Yaris–ს, Honda e–ს და Honda Jazz–ს ექნებათ.

„წლის სპორტქარი“ შესაძლოა ამ სამი მოდელიდან ერთ–ერთი გახდეს – BMW — X5 M, X6 M ან M2 CS, ხოლო კატეგორიაში „წლის დიზაინი“ ერთმანეთს – Honda e, Mazda MX-30 და Land Rover Defender შეეჯიბრებიან.

კონკურსის შედეგებს 2021 წლის 20 აპრილს შეაჯამებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები