LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის“ კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

56
wolksvagenid4

კონკურსის „მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი – 2021“ ჟიურიმ შედეგები შეაჯამა და მთავარი ნომინაციის პირველი ადგილი  ელექტრონულ კროსოვერს Volkswagen ID.4–ს მიანიჭა.

Volkswagen ID.4–ს გარდა მთავარი ტიტულისთვის ასევე ელექტროქარი Honda  და ჰეტჩბეკი  Toyota Yaris–იც იბრძოდნენ. ID.4–მა ხმების უმრავლესობა მოიპოვა (798), მეორე და მესამე ადგილი Honda–მ და Toyota Yaris–მა 742 და 732 ქულებით გაინაწილეს.

რაც შეეხება კონკურსის სხვა კატეგორიებს, წლის პრემიალური ავტომობილი Mercedes-Benz S-Class გახდა, მისი მთავარი კონკურენტები Polestar 2 და  Land Rover Defender იყვნენ.

„საუკეთესო საქალაქო ავტომობილად“ Honda e დასახელდა, მეორე და მესამე პოზიციებზე Toyota Yaris და Honda Jazz/Fit გადანაწილდნენ.

„წლის სპორტქარად“ ჟიურიმ Porsche 911 Turbo აირჩია და  გამარჯვებულმა Audi RS Q8 და Toyota GR Yaris საკმაოდ დიდი სხვაობით უკან ჩამოიტოვა.

შეგახსენებთ, რომ წინა წლის კონკურსის გამარჯვებული და მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის წოდების მფლობელი Kia Telluride გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები