მსოფლიოში საუკეთესო საოჯახო კურორტი საბერძნეთში მდებარეობს. World Travel Awards 2022 წლის ვერსიით, ეს ტიტული Sani Resort-მა მოიპოვა. ულამაზესი დანიშნულება უკვე მეოთხე წელია რაც ამ ნომინაციაში იმარჯვებს. უფრო მეტიც, Ekathimerini-ს ინფორმაციით, ჰალკიდიკის კუნძულების შემადგენლობაში მყოფი კურორტი წელს ერთდროულად რამდენიმე ჯილდოს მფლობელი გახდა.
Sani Resort არის საბერძნეთის ტერიტორიაზე მდებარე პირველი სერტიფიცირებული კურორტი, სადაც მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდეა შემცირებული. შესაბამისი სერტიფიკატი კურორტს 2020 წელს გადაეცა. წელს დანიშნულებამ ზედიზედ მესამედ აიღო – „მსოფლიოში საუკეთესო მდიდრული მწვანე კურორტის“ ტიტულიც.
დაბოლოს, Sani Resort წელს პირველად გახდა „მსოფლიოში საუკეთესო კურორტი კულტურული მნიშვნელობით“.
შეგახსენებთ, რომ პრემია World Travel Awards ტურისტულ ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებების მქონე ადგილებსა თუ ობიექტებს გადაეცემა. ეს ჯილდო ძალიან პრესტიჟულად მიიჩნევა.