LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საუკეთესო ტურისტული ღირსშესანიშნაობები

142
127010905Burj_Khalifa

ფასების შედარების ბრიტანული სერვისის Comparethemarket ანალიტიკოსებმა მსოფლიოში საუკეთესო ტურისტული დანიშნულებების რეიტინგი შეადგინეს. შედეგები ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა.

ექსპერტებმა გააანალიზეს, თუ რომელ ტურისტულ ობიექტებს ეძებდნენ მოგზაურები ყველაზე ხშირად google-ში თუ აქვეყნებდნენ Instagram-ზე.

აღმოჩნდა, რომ 2023 წელს ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ადგილი დუბაის ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფაა. არაბულ ნაგებობას Google-ში თვეში საშუალოდ 2,2 მილიონჯერ ეძებენ, Instagram-ზე კი ჰეშტეგი #burjkhalifa 6,1 მილიონზე მეტ ფოტოზეა დატანილი.
რეიტინგის მეორე და მესამე ადგილი პარიზის ეიფელის კოშკმა და ნიუ-იორკის ტაიმზ- სკვერმა გაინაწილეს.

შემდეგ პოზიციებზე გადანაწილდნენ ნიაგარას ჩანჩქერი და თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი.

ტოპ-10-ში მოხვდნენ დიდი კანიონი, მაჩუ-პიქჩუ, თეთრი სახლი და ბარსელონაში მდებარე წმინდა ოჯახის ტაძარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები