მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერი პირველი კრუიზისთვის ემზადება. Symphony of the Seas-ს პირველი მოგზაურობა აპრილის თვისთვისაა დაგეგმილი. როგორც კომპანია Dreamlines იუწყება, ხომალდს ანალოგი არ ყავს და ის იმდენად დიდია, რომ ადამიანის ფანტაზია ვერც კი გაწვდება. 18 რესტორანი, ამდენივე ბარი, სერფინგის სიმულატორი, 10 სართულიანი სახლის სიმაღლის სასრიალო მოედანი, პარკი თუ ღია ამფითეატრი – მხოლოდ ნაწილია იმ გასართობი აქტივობების რომელიც კრუიზის სტუმრებს ელით. ზაფხულის სეზონს Symphony of the Seas ხმელთაშუა ზღვაში გაატარებს.