ხულიო 110 წლისაა, ვალდამინა 104. ისინი დღემდე ხელიხელჩაკიდებულები დადიან და ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმოუდგენიათ.
ხულიო სეზარ მორა და ვალდამინა კინტეროსი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ცოლ–ქმრად აღიარეს.
წყვილი ერთმანეთს ხულიოს ბიძაშვილმა 1934 წელს გააცნო. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა. შეყვარებულებმა 6 წლის შემდეგ საიდუმლოდ იქორწინეს. საქმე ისაა, რომ მათ კავშირს ოჯახის წევრები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ.
„ჩვენ ერთმანეთს არასდროს დავშორებივართ. ასეთი რამ ფიქრადაც კი არასდროს გაგვივლია. ჩვენი ცოლ–ქმრობის საიუდუმლო გულწრფელობაა. არასდროს არ უნდა იცრუოთ, ყოველთვის სიმართლე უნდა თქვათ. ტყუილი ყველაფერში ხელს შეგიშლით“ – ფიქრობს ვალდამინა.
სანამ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდებოდნენ, ვალდამინამ და ხულიომ მთელი ცხოვრება სკოლაში, მასწავლებლად მუშობას მიუძღვნეს. მათ 5 შვილი, 11 შვილიშვილი, 21 შვილთაშვილი და 9 შვილთაშვილის შვილი ყავთ.
ცოლ–ქმარი დარწმუნებულია, რომ მათი ბედნიერი კავშირის საიდუმლო – სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა.