LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კატა – როგორ გამოიმუშავა ნალამ 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი

117
ნალა

ჯერ კიდევ ათი წლის წინ ნალა ლოს-ანჯელესში მდებარე თავშესაფარში ცხოვრობდა, დღეს კი მისი ქონება 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. კატა ერთი სარეკლამო პოსტით, დაახლოებით, 12 000 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს, მისი სოციალური ქსელის ანგარიში კი სრულფასოვან ბიზნესს წარმოადგენს. ეს ისტორია თითქოს ლამაზ ზღაპარს ჰგავს, თუმცა მის მიღმა კონკრეტული სტრატეგია, შრომა და ახალი ეკონომიკის ფენომენი დგას. ინტერნეტმა ეს საყვარელი ცხოველი გლობალურ ბრენდად აქცია.

სოციალური ქსელის მომავალი ვარსკვლავი თავშესაფრიდან 2010 წელს წამოიყვანეს. მისმა მეპატრონემ ნალას სახელით სოციალურ ქსელში ანგარიში 2012 წელს გახსნა და იგი გამომწერებს კატის სახელით ელაპარაკებოდა.

დღეს უკვა ნალას 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და საკუთარ გვერდზე, დაახლოებით, 7000 პოსტი აქვს განთავსებული.

ინტეგრაციის გარდა, ნალა კატის საკვების ბრენდის სახეც გახდა, პროდუქტების საკუთარი ხაზიც გამოუშვა და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე მეტი გამომწერის მქონე კატა.

სხვათა შორის, ნალას ისტორია მხოლოდ მაღალი შემოსავლების შესახებ არ არის – სოციალური ქსელის საკუთარი გვერდის საშუალებით ნალას მეპატრონემ მეორე ნახევარი იპოვა, განავითარა ბიზნესი და აქტიურად ეხმარება ცხოველთა თავშესაფრებს, ამასთან, იგი მოგების ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს.

ასე რომ, კატა, რომელიც წლების წინ თავშესაფრიდან შინ არავის მიჰყავდა და დღეს ციფრული ეკონომიკის სიმბოლოა, ყველასთვის შეხსენებაა იმისა, რომ წარმატებას შეიძლება ნულიდან მიაღწიო.

ცნობისთვის, პეტფლუენსერების ინდუსტრია მხოლოდ იზრდება. 2025 წლის მარკეტინგული კვლევების მიხედვით, შინაური ცხოველების პროდუქტების ბრენდები სულ უფრო აქტიურად ანაწილებენ საკუთარ ბიუჯეტებს „ფუმფულა ელჩების“ სასარგებლოდ, რადგან საზოგადოებაში ცხოველების მიმართ ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანი ბლოგერების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g