ავტომობილების ყიდვა–გაყიდვის საიტზე – Hemmings ერთობ უცნაური მოდელი, ყველაზე ნელი და იაფფასიანი Lamborghini გამოჩნდა. ტრაქტორი 1965 წელსაა აწყობილი და დიზელის ძრავი აქვს, აგრეგატს სულ რაღაც 26 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მოდელს მთელი არსებობის ისტორიაში 3434 კილომეტრი აქვს გავლილი.
Lamborghini 1C–ს ასევე Ercolina–ს სახელითაც იცნობენ. მსგავსი ტრაქტორები იტალიის სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენებოდა და რიგ შემთხვევებში მათი ექსპორტიც ხდებოდა.
ტრაქტორი მოძრაობაში ორ–ცილინდრიან ძრავს მოყავს და მსგავს აგრეგატებს იტალიურ ტრაქტორებს 1952 წლიდან უყენებდნენ. ძრავი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
მოდელი ნარინჯისფერ და ლურჯ ფერებშია შეღებილი და მთლიანობაში ცუდად არ გამოიყურება. ტექნიკურ ნაწილს მცირე შეკეთება დასჭირდება და სწორედ ამიტომ ლოტის საწყისი ღირებულება სულ რაღაც 5490 დოლარია.