LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსუბუქი და ლამაზი სიმღერაა… როგორც ყოველთვის, შეყვარებულებს ვუმღერ…“- გია სურამელაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

380
IMG_4989

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს გია სურამელაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მითხარი, რა გინდა“ პრემიერა შედგა.

გია, მოგვიყევი ნამუშევარზე „მითხარი, რა გინდა“ , რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ვის ეკუთვნის აღნიშნული სიმღერა?

სიმღერა ნოდარ ნიკოლაიშვილის გახლავთ, ტექსტი – ზურაბ გოშაძის. ძალიან კარგი მოსასმენია. გაზაფხულივით მსუბუქი და ლამაზი სიმღერაა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემი მსმენელი და მაყურებელი შეიყვარებს.

მეორე სიმღერაც ჩავწერე და მომავალში, მასაც შემოგთავაზებთ.

როგორია სამომავლო გეგმები?

მინდა, ჩემი 90-იანების მსმენელებისთვის, მაყურებლებისთვის ერთი ძალიან კარგი საღამო გავმართო. როგორც ყოველთვის, შეყვარებულებს ვუმღერ. მონატრებული ადამიანები, ნოსტალგია, ყველაფერი ერთად იქნება ამ საღამოზე.

გადაცემის ჩანაწერი:

გია სურამელაშვილი – მითხარი, რა გინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები