LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსვლელობა ხორავას ქუჩაზე იმ ფარდულთან დასრულდა, სადაც ერთი წლის წინ ორი არასრულწლოვანი მოკლეს

მსვლელობა ხორავას ქუჩაზე

რუთაველის გამზირიდან დაწყებული მსვლელობა ხორავას ქუჩაზე სწორედ იმ ფარდულთან დასრულდა, სადაც ერთი წლის წინ სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

„დაინახეთ აქ რა ხდება, 10 კვადრატია, 2 ბავშვია მოკლული და მკვლელები არსად არ არის. ასეთი რამე არ გამიგია. რომელ ქვაყანაში ვართ? აქ ჩანს ყველაფერი, ეს რა უბედურებაა, რა მხეცობაა? ან ეს ხალხი სადაა, ამ კორპუსში რომ ცხოვრობს? არ რცხვენიათ ამათ მაინც? რისი ეშინიათ, ან ვისი ეშინიათ? თუ ფული აქვთ გადახდილი, მე გადავუხდი ამათ ყველას სათითაოდ და თქვან სიმართლე“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, მას სახელმწიფომ მოუკლა შვილი, თუმცა, შეძლებს მათ შეცდომა აღიარებინოს.

„მე მთელი სახელმწიფო მებრძვის, მე სახელმწიფომ მომიკლა შვილი, რაზეც პასუხს აგებენ! მე ვუცდი ამ ხალხს, ესენი აღიარებენ ამ შეცდომას, მე ამას შევძლებ, დედამიწა დიდია და ამ სამყაროში ბევრია ქვეყანა, რომელიც მე მხარს დამიჭერს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მსვლელობის მონაწილეებმა ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანეს.

magti 5g