„მთავარ არხს” გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს, – აღნიშნულის შესახებ ნიკა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„მე გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის”, რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს არც მთავარ არხზე, არც არსად, ეს პირველ რიგში ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ მთავარ არხს უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს – ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი, მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველი ამას გავაკეთებ…
არ ვიცი, ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან, როგორც ჟურნალისტის. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ცნობიერად და ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე.
რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით, ციხეში არანაირი გადაწყვეტილება ამასთან და საერთოდ არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია. იმიტომ რომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება, რა ხდება სინამდვილეში გარეთ.
ერთი წელი გავიდა და ალბათ ბევრი რამ შეიცვალა და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რას გავაკეთებ. მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, “მთავარი არხი” ჩემთვის იყო, არის და დარჩება ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩემს ცხოვრებაში”, – საუბრობს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას