LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარია დროზე მივირბინოთ ჩვენს სამშობლოში, ჩვენს სახლში, სადაც ყველაფერს სხვა გემო, სურნელი და ლაზათი აქვს“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი აშშ-დან: როგორია ემიგრაციაში მყოფი წყვილის ამერიკული ცხოვრება

513
BeFunky-collage (1)

40 წლის შემდეგ განახლებული სიყვარული ისტორია და წყვილი, რომელსაც უკვე საზოგადოება კარგად იცნობს – ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს კვლავ უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას.

მოგეხსენებათ, წყვილი ერთმანეთს 40 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა და ახლა მათ ბედნიერ ამერიკულ ცხოვრებას გამომწერები სოციალური ქსელით ადევნებენ თვალს.

ვიდეო: „ისეთივე შეყვარებულები ვართ, როგორიც 15-16 წლის ასაკში.. ზუსტად ისე ვცელქობთ, როგორც მაშინ. გიყვარდეთ გულწრფელად და არ მოგერიდოთ, ერთმანეთს უთხრათ – მიყვარხარ“ – ემზარ ჯღარკავა აშშ-ში ნინო კვარაცხელიასთან ჩავიდა | 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია განახლდა

„როგორც იქნა „ჩავაგრიხინეთ“ ემოციებით დატვირთული გასტრონომიული დღესასწაულები

ემიგრაციაში პირველად გამიჩნდა სურვილი აღმენიშნა, თანაც ჯღარკავა და ჩემთვის ხომ განსაკუთრებული ახალი წელი დგებოდა იანვრის ზანზალაკებით.

ჰოდა, გეგმებთან ერთად პროდუქტები დავაწყვეთ და 30 დეკემბრიდან შევუდექით „ჟრიამულს“. ბინა სამსახურიდან ორ ნაბიჯშია და რათ მინდა „დეიოფები“, ისე გავანაწილებ დროს, გადარბენა -გადმორბენით და ნაკლები ფინანსური დანაკლისი-თქო, თანაც არ დაგავიწყდეთ 24/7 ვმუშაობ

„40 წელი და ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა.. არასოდეს მქონია საშუალება, დაბადების დღე მომელოცა“ – ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

დღეში 1 საათი და საღამოს 1 საათი მქონდა თავისუფალი დრო. ახია ჩემზე და რატომ მოგიყვებით, უფრო სწორედ პუნქტებად დავალაგებ საახალწლო მენიუს, რაც 31 დეკემბერს ღამით უნდა „დამეხვავებინა“ სუფრაზე „პეროებით“

დაიწყო მარათონი და გადარბენებში კერძები შემდეგნაირად გადანაწილდა:

✅️ 31 დეკემბერს რისი მომზადებაც მოვასწარი იყო ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხორციანი ბლინები, ✅️პირველ იანვარს ტორტი გამოვაცხვე- სანთლების ჩასარჭობად ჯღარკავას დაბ. დღისთვის , თანაც ბაჟე და ღომი დავამატე მენიუს

✅️ ორ იანვარს ოლივიე ( ინგრედიენტები 31 ში საღამოს მოვხარშე) და ხაჭაპური ჩავაკვეხე

ღორის დამარინადებული სამწვადე , რომელიც 3 იანვარს გავყინე, ✅️ 7 იანვარს გამომადგა, თანაც სულ ვახსენებდი ჯღარკავას 1 კვირის მენიუს, „რა გინდა, ხო გვქონდა ყველაფერი, ოღონდ ნაწილ ნაწილთქო“

კიდევ კარგი ხილი, ფოჩიანი კანფეტები და სხვადასხვანაირი „ფრონცკები“ გვქონდა, სუფრას ავსებდა და თვალს ახარებდა

ძველით ახალ წელს, კუჩხას და ჩემ დაბადების დღეს პროტესტი გამოვუცხადეთ, აღარ გვინდოდა მეტი ,,კარუსელი”, ძალიან ცოტა აღმოჩნდა 1 საათი ქართული ტრადიციული სუფრის გასაშლელად, ტკბილეულით გადავაგორეთ

 

როგორც იქნა ,,ჩავაგრიხინეთ” ემიციებით დატვირთული გასტრონომიული დღესასწაულები?‍??? ემიგრაციაში პირველად გამიჩნდა სურვილი აღმენიშნა, თანაც ჯღარკავა და ჩემთვის ხო განსაკუთრებული ახალი წელი დგებოდა იანვრის ზანზალაკებით???‍❤️‍?‍?ჰოდა, გეგმებთან ერთად პროდუქტები დავაწყვეთ და 30 დეკემბრიდან შევუდექით ,,ჟრიამულს”???? ბინა სამსახურიდან ორ ნაბიჯშია და რათ მინდა ,,დეიოფები”, ისე გავანაწილებ დროს, გადარბენა -გადმორბენით და ნაკლები ფინანსური დანაკლისითქო, თანაც არ დაგავიწყდეთ 24/7 ვმუშაობ?‍♀️დღეში 1 საათი და საღამოს 1 საათი მქონდა თავისუფალი დრო ????ახია ჩემზე და რატომ მოგიყვებით, უფრო სწორედ პუნქტებად დავალაგებ საახალწლო მენიუს, რაც 31 დეკემბერს ღამით უნდა ,,დამეხვავებინა” სუფრაზე ,,პეროებით”?‍? დაიწყო მარათონი და გადარბენებში კერძები შემდეგნაირად გადანაწილდა:✅️ 31 დეკემბერს რისი მომზადებაც მოვასწარი იყო ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხორციანი ბლინები, ✅️პირველ იანვარს ტორტი გამოვაცხვე- სანთლების ჩასარჭობად ჯღარკავას დაბ. დღისთვის , თანაც ბაჟე და ღომი დავამატე მენიუს☺️?‍?✅️ ორ იანვარს ოლივიე ( ინგრედიენტები 31 ში საღამოს მოვხარშე) და ხაჭაპური ჩავაკვეხე ????ღორის დამარინადებული სამწვადე , რომელიც 3 იანვარს გავყინე, ✅️ 7 იანვარს გამომადგა?????თანაც სულ ვახსენებდი ჯღარკავას 1 კვირის მენიუს, ,,რა გინდა, ხო გვქონდა ყველაფერი, ოღონდ ნაწილ ნაწილთქო” ???? კიდევ კარგი ხილი, ფოჩიანი კანფეტები და სხვადასხვანაირი ,,ფრონცკები ” გვქონდა, სუფრას ავსებდა და თვალს ახარებდა??????????ძველით ახალ წელს, კუჩხას და ჩემ დაბადების დღეს პროტესტი გამოვუცხადეთ, აღარ გვინდოდა მეტი ,,კარუსელი”, ძალიან ცოტა აღმოჩნდა 1 საათი ქართული ტრადიციული სუფრის გასაშლელად ?ტკბილეულით გადავაგორეთ????მთავარია , პატარა ბავშვებივით გვიხაროდა და თანაც სიცილით ვკვდებოდით, რომ გვახსენდებოდა, როგორ ვაწყდებოდით ერთმანეთს ამ ფაციფუცში და გადარბენებში❤️❤️ მთავარია დროზე მივირბინოთ ჩვენს სამშობლოში, ჩვენს სახლში, სადაც ყველაფერს სხვა გემო, სურნელი და ლაზათი აქვს ❤️ გასახსენებლად 2024 წლის იანვარიც გვეყოფა??‍♀️?❤️

Posted by ნინო კვარაცხელია on ორშაბათი, 22 იანვარი, 2024

მთავარია , პატარა ბავშვებივით გვიხაროდა და თანაც სიცილით ვკვდებოდით, რომ გვახსენდებოდა, როგორ ვაწყდებოდით ერთმანეთს ამ ფაციფუცში და გადარბენებში.

მთავარია დროზე მივირბინოთ ჩვენს სამშობლოში, ჩვენს სახლში, სადაც ყველაფერს სხვა გემო, სურნელი და ლაზათი აქვს. გასახსენებლად 2024 წლის იანვარიც გვეყოფა“, – წერს ნინო კვარაცხელია.

„უფრო და უფრო მენატრები“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი: რას წერს ქალი, რომელმაც სოხუმში 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული იპოვა

ნინო კვარაცხელია: „მალე ჩემი თვითმფრინავიც აფრინდება…რთული აღმოჩნდა ჩემთვის განსაცდელი, რომელსაც ემიგრაცია ჰქვია“

„2022 წლის 29 მარტია, ამ დროს მოდის წერილი და მივხვდი, რომ ჩემი ბიჭი დაბრუნდა…ჯღარკავა მიყვარხარ მე შენ, სულ მიყვარდი და მეყვარები” – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი

„ახლაც ზუსტად ისეთ დროს დაბრუნდა, როცა ძალიან მწარედ დამანარცხა ცხოვრებამ მიწაზე….მოვიდა, ფეხზე წამომაყენა, გამამხნევა და ცხოვრებისკენ შემომაბრუნა” – რა ისტორიას იხსენებს ნინო კვარაცხელია

“56…არაფერს არ ვნანობ, ყველაფერი იყო: სიყვარული, იმედგაცრუება, ომი…არასდროსაა გვიან, მთავარია გულით გინდოდეს” – ნინო კვარაცხელია იუბილარია

“აქ 46 წლის ვარ…სად იყავი მაშინ, თორემ ხომ იტანტალებდა ერთი 5 რიჟა ჯღარკავა მარტვილში” – რა პოსტს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია

ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა

„ბოლო დღეებში ჩემი და ნინოს ამბით ბევრი გახარებული ადამიანი ვნახე, იმედი მიეცათ, რომ თავიანთ ერთადერთს იპოვიან..“ – სოხუმში დაწყებული ზღაპრული სიყვარულის ამბის გაგრძელება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები