პატარა გაბრიელი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, რამდენიმე დღის წინ სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
„5 დღეზე მეტია გაბის თავისი ვენური კვება წესიერად არ მიუღია… რაც მთავარია მიგვიღეს და დაგვიტოვეს, როგორ განვითარდება მოვლენები ყველაფერს გაგაგებინებთ…“ – პატარა გაბრიელი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს
პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა შვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს გამომწერებს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობზე ინფორმაციას.
მისი თქმით გაბრიელს დამატებითი კვლევები უტარდება.
თაკო ბარბაქაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელის მდგომარეობა მარტივი არ არის, მედიკოსებისგან დაპირება მიიღეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ პატარა გაბრიელის გადასარჩენად:
„დღეს დაგვიბარეს და მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი ძლიერი და ჯიუტი… გვითხრეს რომ ამ წონაზე სიცოცხლის შენარჩუნება ეს უკვე მიღწევაა… რაც შეხეება ვიზუალს და ენერგიას საერთოდ წარმოუდგენელი რადგან ძალიან ცუდად ეგონათ გუშინ ჩვენს გარეშე უნდოდათ დატოვება მაგრამ როგორც კი ექთანი მიუახლოვდა ბავშვს პანიკური ტირილი დაიწყო ექიმმა გვითხრა, რომ არ წარმოედგინა ბავშვის ცნობიერება ასეთი განვითარებული იქნებოდა თუ არა.. გვითხრა რომ ერთს კი არა ორივე მშობლის დატოვება უნდოდათ, რადგან ბავშვს ასე სურდა… ხო სიტუაცია ნამდვილად რთულია იმის მიუხედავად, რომ ბავშვს სხვა ყველაფერი კარგი აქვს, ეს არ აინტერესებთ რადგან ახლა ამისთვის არ ბრძოლობენ, ეს უბრალოდ ბონუსია მისი სხეულისთვის… ექიმმა გვითხრა რადგან თქვენ ჩემს კარზე დააკაკუნეთ ყვლაფერს ვეცდები, რომ ეს ბავშვი კარგად იყოს, მაგრამ ვერაფერს შეგპირდებით რადგან სხეული ძალიან პატარა არისო… მაგრამ თუ ამით ვიმსჯელებთ ბავშვი იმდენად სხარტი და ჭკვიანია, რომ იქნებ ყველაფერი გადავიტანოთო იგივე კვლევებს გაუკეთებენ და შეადარებენ თურქეთის და საქართველოს პასუხებს, შემდეგ კი დაიწყება მკურნალობა… აქამდე რაც გააკეთეს ყველაფერი რიგზეა ტვინში სისხლის მომქცევაც შეამოწმეს და რიგზეა თუმცა ეს უბრალოდ ბონუსია მათთვის და მეტი არაფერი… წარმატებები გაბრიელს ამ თვალებციმციმას ჩაქრობის უფლება არ აქვს არა!…“- წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.
