LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა კომპანიებს პირბადეების წარმოების დაწყებისკენ მოუწოდებს

58
Workers produce masks at the Thai Hospital Product Company Ltd. factory in Bangkok on January 30, 2020. - A Thai surgical mask factory, producing 10 million masks a month, increased working hours to cope with the rising demand following an outbreak of SARS-like virus in China, with their product exported mostly to US and Europe the rest sold on the domestic market. (Photo by Jonathan KLEIN / AFP)

კორონავირუსის (COV-19) პანდემიის გამო მსოფლიოში შეიქმნა პირბადეების დეფიციტი. აღნიშნულმა მოცემულობამ ნათლად დაგვანახა ამ და სხვა სანიტარულ – ჰიგიენური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში წარმოების აუცილებლობა, – აღნიშნულის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იუწყება.

„სწორედ ამიტომ მთვრობის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო პირბადეების და სხვა ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელთა მეშვეობითაც მაქსიმალურად დიდხანს შეიძლებოდა ეპიდემიის პრევენცია საქართველოში.

დღეის მდგომარეობით კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული პირბადეების წარმოებაში, თუმცა საჭიროა წარმოების მოცულობის გაზრდა, რაც კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად მიიღწევა.

https://bit.ly/2UMzEVJ – ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ქართული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო პირბადეების წარმოებით არიან დაკავებული. აღნიშნული პროდუქციის წარმოებით დაინტერესებულ კომპანიებს, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი”, – აცხადებენ სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g