„მწვანე საშვისთვის“ PCR ტესტის ხარჯს სახელმწიფო პროგრამა არ დაფარავს, – ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, „მწვანე საშვის“ მთავარი არსი ისაა, რომ აქ უკვე პასუხისმგებლობა აცრაზე სახელმწიფოს მხარესაა, მაგრამ PCR ტესტი მოთხოვნაა.
„PCR ტესტის ხარჯს ასეთ მასშტაბებში, მაგალითად, გასართობ ღონისძიებებზე, კაზინოში პირის წასვლისას, სახელმწიფო პროგრამა არ დაფარავს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მთავრობაში „მწვანე საშვის“ კონცეფციას ყველა იზიარებს: „ტექნიკური მზაობა ნამდვილად გვაქვს. სისტემა გამართულია, ბაზა მუშაობს. ძალიან მცირე დეტალებია დასაზუსტებელი და ვფიქრობ, მოკლე ხანში დაზუსტდება“.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზეც, რომ არ მოხდეს ე.წ. მწვანე საშვის გაყალბება და ამისთვის კონკრეტული მექანიზმები ამოქმედდეს.