LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას 2.2-დან 2.25-მდე პროგნოზირებს

115

მთავრობა წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას 2.2-დან 2.25-მდე ნიშნულის ფარგლებში ელოდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზი ასეთია.

”ჩვენ ვაკეთებთ პროგნოზებს მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ველოდებით წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას დაახლოებით, 2.2-დან 2.25-მდე ნიშნულის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პროგნოზი, თუმცა მოკლევადიან პროგნოზებთან დაკავშირებით პროგნოზებს არ ვაკეთებთ”, – განაცხადა გაგუამ.

magti 5g